დავით მაღრაძე - თავისი თავდადებით, გმირობითა და სიბრძნით, ერეკლე მეორემ განსაზღვრა ქართული მეცხრამეტე საუკუნე
დავით მაღრაძე - თავისი თავდადებით, გმირობითა და სიბრძნით, ერეკლე მეორემ განსაზღვრა ქართული მეცხრამეტე საუკუნე

თავისი თავდადებით, გმირობითა და სიბრძნით, ერეკლე მეორემ განსაზღვრა ქართული მეცხრამეტე საუკუნე, აზროვნების მსოფლმხედველობით, რაც მთავარია ზნეობითა და სინდისით, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ განაცხადა.

„დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძეც, ბარათაშვილი და ვაჟა ფშაველა განათლების რეფორმით, ამ ყველაფრის ფუძემდებელი და სათავის დამდები არის ერეკლე მეფე. ეს ყველაფერი ხდებოდა ოსმალოს, სპარსეთის, რუსეთის, ლეკიანობის ფონზე. ეს იყო თავდადების ნიმუში. მთელი თავისი ცხოვრება მან თავის ბიოგრაფიაში გაატარა მთელი საქართველო“, – განაცხადა მაღრაძემ.

დღეს მეფე ერეკლე მეორის 300 წლის იუბილე აღინიშნება. ერეკლე ბატონიშვილი 1720 წლის 7 ნოემბერს თელავში, „კახთ მეფეთა სასახლეში” დაიბადა. ერეკლე ბატონიშვილი თეიმურაზ მეორისა და თამარის უფროსი შვილი და ერთადერთი ვაჟი იყო.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხი იწყებს მუშაობას დოკუმენტურ სერიალზე, რომელიც მეფე ერეკლეს მიეძღვნება. სურათი ექვს სერიად იქნება წარმოდგენილი. დოკუმენტური სერიალის იდეის ავტორი ვასილ მაღლაფერიძეა, ხოლო სცენარის ავტორი აკა მორჩილაძე. სერიალი მეფე ერეკლეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.