დავით მაღრაძე - ხელისუფლება არსებობს „ტელეიმედზე“, ოპოზიცია „ტვ პირველზე“, „მთავარ არხზე“, დანარჩენი საქართველო კი, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „პალიტრანიუსზე“ ჩანს
დავით მაღრაძე - ხელისუფლება არსებობს „ტელეიმედზე“, ოპოზიცია „ტვ პირველზე“, „მთავარ არხზე“, დანარჩენი საქართველო კი, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „პალიტრანიუსზე“ ჩანს

ქართული პოლიტიკა, რომელიც ასევე მშობლიურ პროვინციალიზმში ჩაეშვა, თითქოს გარდაიცვალა. როგორც სიბრძნის დარგი, აღარ არსებობს, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, როგორც მაღრაძე აცხადებს, ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ ხელისუფლება და ოპოზიცია.

„არსებობენ ხელისუფლება და ოპოზიცია, მაგრამ არაფერი კეთდება… რეალობა ასეთია – „ტელეიმედზე“ ჩანს ხელისუფლება, ოღონდ იქ რომ არსებობს, სინამდვილეში ისეთი არ არის, და ოპოზიცია, რომელიც რეალურად არც არსებობს, მაგრამ ჩანს „ტვ პირველზე“, „მთავარ არხზე“ და კიდევ სადღაც. მაგრამ ისინი ტელევიზიებში არსებობენ, თორემ რეალურად არ არიან. ისე კი, დანარჩენი საქართველო საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „პალიტრანიუსზე“ ჩანს. ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ ხელისუფლება და ოპოზიცია, აქ სხვა რამეებიც ხდება“, – აცხადებს დავით მაღრაძე.