დავით მაღრაძე - აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენების დროს გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის სამინისტროს წერილს წერდა, დარბაზები დაგვითმეთ, ჩვენ ჩამოვალთ ცეკვითა და სიმღერით
დავით მაღრაძე - აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენების დროს გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის სამინისტროს წერილს წერდა, დარბაზები დაგვითმეთ, ჩვენ ჩამოვალთ ცეკვითა და სიმღერით

როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, დღევანდელი ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატი იმ ქვეყნის მოქალაქე იყო, საიდანაც საქართველო იბომბებოდა. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, რომ დღეს ჩვენ მას ვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, –  ამის შესახებ მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა, პოეტმა დავით მაღრაძემ რუსთავში ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, როდესაც საქართველო იბომბებოდა, გიორგი ვაშაძე რუსეთის კულტურის სამინისტროს წერილს წერდა და დარბაზების დათმობას სთხოვდა.

„დღევანდელი ერთ-ერთი კანდიდატი ამხანაგი ვაშაძე საბჭოთა რუსეთის ჩინოვნიკია. გრიგოლ ვაშაძეს იმ ქვეყნის პრეზიდენტობა მოუნდა, რომელი ქვეყანაც იბომბებოდა მისი სამშობლოდან. როდესაც საქართველოში ეს ტრაგიკული მოვლენები მოხდა, ამხანაგი ვაშაძე წერს რუსეთის კულტურის სამინისტროს, რომ დაგვითმეთ დარბაზები და ჩვენ ჩამოვალთ ცეკვით, სიმღერით და ანსამბლებს ჩამოვიყვანთ, ამას წერს მაშინ, როდესაც გარდაცვლილები მიტოვებულია და შემდეგ საპატრიარქოს მეშვეობით გამოიყვანეს. ამ დროს ეს კაცი წერს, რომ მზად არის, ანსამბლს გაუძღვეს. ეს თავზარდამცემი წერილი თავად ვნახე. ეს მისი პრეზიდენტის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. გრიშა და მიშა შეთანხმდნენ, რუსეთში უნდა ეზეიმათ ჩვენი მიწა-წყალის განადგურება და ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა. გრიშამ და მიშამ მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. მე კულტურული ურთიერთობის წინააღმდეგი არასოდეს ვიყავი, მაგრამ ჩემი ურთიერთობები სხვა სივრცეებს გულისხმობდა და არა ტანცკლასს, რომლიც ჩაიფიქრა ამხანაგმა ვაშაძემ და სააკაშვილმა”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

მისივე თქმით, ​დღეს ერთ პინაზე არის საბჭოთა რუსეთი ვაშაძის წარმომადგენლობით, მეორე პინაზე კი, ევროპული საქართველოა.