დავით კირვალიძე გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ვერ გახდა
დავით კირვალიძე გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ვერ გახდა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახალი გენერალური დირექტორი ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კუ დონჟუ გახდა, რომელმაც 191 წევრი ქვეყნიდან 108 სახელმწიფოს მხარდაჭერა მიიღო.

არჩევნების შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

მეორე ადგილზე საფრანგეთის წარმომადგენელი კატრინ ჟელა-ლანელი გავიდა, რომელმაც 71 ხმა მიიღო. საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, დავით კირვალიძემ კი, 12 ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო.

ცნობისთვის, კირვალიძის კანდიდატურას მხარს უჭერდა აშშ, ევროკავშირის ქვეყნებმა კი მხარდაჭერა საფრანგეთის კანდიდატს გამოუცხადეს.

კუ დონჟუ საერთაშორისო ორგანიზაციას ოთხი წლის ვადით უხელმძღვანელებს და ბრაზილიელ გრაციანო და სილვას შეცვლის.

დატოვე კომენტარი