დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის სასამართლო დღეს იმსჯელებს

07:03, 20.12.2018

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, სხდომა 10:30 საათზე ჩაინიშნა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან 09:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.

ლიდერები კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუკი მოსამართლე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს, ქუჩის საპროტესტო აქციებს გააძლიერებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. 

მსგავსი