დავით კირკიტაძე - „ქართული ოცნება“ იღებს ისეთ კანონპოროექტებს, რომლებიც არა მოქალაქეს, არამედ მათი ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება
დავით კირკიტაძე - „ქართული ოცნება“ იღებს ისეთ კანონპოროექტებს, რომლებიც არა მოქალაქეს, არამედ მათი ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება

პრველი კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ შევიტანდით საქართველოს პარლამენტში, იქნებოდა გადასახადების დაწევა და ამით სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის წახალისება, მეორე კი იქნებოდა პენსიების გაზრდა 400 ლარამდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცვლად ამისა, ხელისუფლება იღებს ისეთ კანონპრიექტებს, რომლებიც მოქალაქეებს არ ემსახურება.

„საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც გაყალბებით ჩაიგდო და შეინარჩნა ხლისუფლება, რას აკეთებს, პირველი ინიციატივა შეაქვს, რომ ოპოზიციას შეუჩეროს დაფინანსება, მეორე- მიხეილ სააკაშვილს აუკრძალოს ფეისბუქჩართვები და თავის ხალხთან საუბარი, აი, ეს არის სხვაობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ახლა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი უფრო საჭიროა დღეს ქვეყნისთვის, გადასახადების დაწევა და სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის, სტიმულურობა, პენსიების ზრდა, თუ ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტა. მთავარი ამოცანა ყველასი, ჩვენი უნდა იყოს გაჭირვებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სჭირდება დახმარება. ამის ნაცვლად კი ხელისუფლება იღებს ისეთ კანონპოროექტებს, რომელიც არ ემსახურება მოქალაქეს, არამედ ემსახურება მათი ხელისუფლების შენარჩუნებას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.