დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნების ერთ-ერთი პოზიტივი იქნება, თუ ნონა მამულაშვილი პარტიულ ცხოვრებაში ჩაერთვება
დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნების ერთ-ერთი პოზიტივი იქნება, თუ ნონა მამულაშვილი პარტიულ ცხოვრებაში ჩაერთვება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნები თუ გახდება საშუალება, რომ ნონა მამულაშვილმა მჭიდროდ დაუკავშიროს თავისი მომავალი და ჩაერთოს პარტიულ ცხოვრებაში, ეს ამ არჩევნების ერთ-ერთი პოზიტივი იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

ამასთან, კირკიტაძის განმარტებით, ის მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს.

„ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო ის გადაწყვეტილება, რაც ნონა მამულაშვილმა მიიღო. მიმაჩნია, რომ აქტიური, პატრიოტი ადამიანები არ უნდა ტოვებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არჩევნები თუ გახდება საშუალება, რომ ნონამ მჭიდროდ დაუკავშიროს თავისი მომავალი და ჩაერთოს პარტიულ ცხოვრებაში, ეს ამ არჩევნების ერთ-ერთი პოზიტივი იქნება. ჩემი მხარდაჭერა ღიად დაფიქსირებული აქვს ლევან ხაბეიშვილს და ბუნებრივია, ვერ ექნება ქალბატონ ნონასაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე სახით ვაკნინებ მის შესაძლებლობებს, პირიქით, მივესალმები“, – განაცხადა კირკიტაძემ.

ნონა მამულაშვილმა 12 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.