დავით კირკიტაძე - ლევან ხაბეიშვილს ვეთანხმები, რომ ყველა ნაბიჯი უნდა უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას იმ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლის უფლება და თავისუფლება
დავით კირკიტაძე - ლევან ხაბეიშვილს ვეთანხმები, რომ ყველა ნაბიჯი უნდა უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას იმ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლის უფლება და თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილს ვეთანხმები, რომ ახლა ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას იმ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლის უფლება და თავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ მანდატების შესაძლო დატოვების შესახებ ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება პასუხი იყო კობა ნაყოფიას პოზიციაზე.

რაც შეეხება ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას, კირკიტაძე აცხადებს, რომ დეკანოიძის პოზიცია მისთვის გასაგებია.

„ლევან ხაბეიშვილის ეს პასუხი შეკითხვაზე გამოიწვია მანამდე კობა ნაყოფიას ნათქვამმა წინადადებამ და ინიციატივამ, ეს იყო პასუხი. მესმის ხატიას პოზიცია და მიმაჩნია, რომ კობა ნაყოფია სანამ წამოაყენებდა მსგავს ინიციატივას, ხატია უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში. ლევანს მოუწია ამაზე პასუხის გაცემა და ლევანს ვეთანხმები ერთ რამეში, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი ახლა, მოცემულ ეტაპზე, იმის გამო, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, უნდა უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას იმ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლის უფლება და თავისუფლება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.