დავით კირკიტაძე - დარწმუნებული ვარ, ახალი ლეგიტიმაციით არჩეული ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები წარმატებით გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას
დავით კირკიტაძე - დარწმუნებული ვარ, ახალი ლეგიტიმაციით არჩეული ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები წარმატებით გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას

დარწმუნებული ვარ, გაძლიერებული, ახალი ლეგიტიმაციით არჩეული ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები წარმატებით გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას, – ამის შესახებ „ნაცონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა არჩევნები საქართველოს 62 მუნიციპალიტეტში გაიმართება.

„მისასალმებელია, რომ ბევრ ადგილზე იქნება კონკურენცია, არის მუნიციპალიტეტები, სადაც ერთი კანდიდატია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაიმართება, რადგან თავმჯდომარის მსურველმა უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, უნდა ჰყავდეს შესაბამისი მხარდამჭერები ელექტრონულად დარეგისტრირებული და ამის შემდგომ არჩეული ადამიანები შეუდგებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების განხორციელებას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ენერგიით, გაძლიერებული, ახალი ლეგიტიმაციით არჩეული ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.