დავით კირკიტაძე - ჩემთვისაც ჯობდა, „ლოკომოტივიდან“ წამოვსულიყავი
დავით კირკიტაძე - ჩემთვისაც ჯობდა, „ლოკომოტივიდან“ წამოვსულიყავი

ცნობილი გახდა, რომ თბილისის „ლოკომოტივი“ სეზონის დასრულების შემდეგ ოთხმა მოთამაშემ დატოვა – გუნდის კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა ნიკა ჭანტურიამ, მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ, ასევე ორმა ფლანგის შემტევმა – დათო კირკიტაძემ და სანდრო კობახიძემ.

დათო კირკიტაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ლოგიკურია და ამ ნაბიჯს თავადაც ემხრობოდა.

„სადაც არ მათამაშებენ, იქ რატომ გავჩერდე? წამოსვლა თავადაც მსურდა და თავად გიორგი ჭიაბრიშვილიც დამიკაშირდა და მელაპარაკა, მადლობა გადამიხადა, გუნდისთვის რაც გააკეთეო, მაგრამ ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთო. ხომ გითხარით, წასვლა თავადაც მინდოდა, რადგან დარჩენის აზრს ვეღარ ვხედავდი. ჯერ არ ვიცი, რომელ გუნდში გადავალ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება გუნდი და ასე არ დავრჩები“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან დათო კირკიტაძე.

28 წლის ფლანგის თავდამსხმელი „ლოკომოტივში“ 2019 წლის დასაწყისში ჩაირიცხა ზაფხულში კი ბოლნისის „სიონში“ გადავიდა. მაგრამ 2020 წლის დასაწყიში გუნდში დაბრუნდა. მან 18 მატჩიდან 9 ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. სულ „ლოკომოტივში“ 23 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

კირკიტაძე გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის მისვლის დროს ტრავმირებული იყო, მთავარმა მწვრთნელმა კი მარჯვენა შემტევის პოზიციაზე მისი მოგვარე, თორნიკე კირკიტაძე დააყენა, რომელმაც იმედები გაამართლა.