დავით კირკიტაძე - მარნეულში იყო უპრეცედენტო ძალადობა, რომლის მსგავსიც ქვეყანაში არ მომხდარა
დავით კირკიტაძე - მარნეულში იყო უპრეცედენტო ძალადობა, რომლის მსგავსიც ქვეყანაში არ მომხდარა

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, მარნეულის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ილხამ გასანოვი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.

ამის შესახებ მან მარნეულში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კირკიტაძე რამდენიმე დღის წინ მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მოსახლეობას 31 ოქტომბერს ​„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მთელმა ქვეყანამ იხილა ძალადობის საშინელი აქტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა მარნეულში. ისინი თავს დაესხნენ ჩვენს აქტივისტს, გივი ქველაძეს და მის შვილს. ამის შემდეგ თავს დაესხნენ ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტსა და მის ოპერატორს. ასევე, ძალადობრივი აქტი განახორციელეს პირველი არხის ოპერატორზე. ეს იყო უპრეცედენტო ძალადობა, რომლის მსგავსიც ამ ქვეყანაში არ მომხდარა. ეს იყო ადგილობრივი მაღალჩინოსნის კარგად დაგეგმილი აქცია, რომელმაც დავალება მიიღო ცენტრალური შტაბიდან. ვგმობთ ამ აქტს. ამ ფაქტმა უამრავი ადამიანი აღაშფოთა, არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ნეიტრალური ადამიანები, ასევე „ქართული ოცნების“ აქტიური მომხრეები, ასევე საკრებულოს მოქმედი წევრები და მაღალჩინოსნები. ჩვენ კარებს არ ვხურავთ არავისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, სად იდგა ის გუშინ და 2012 წელს. დღეს მინდა, ერთ-ერთი ასეთი ადამიანი წარმოგიდგინოთ, მარნეულის საკრებულოს წევრი, ყულარის თემის მაჟორიტარი კანდიდატი, ბატონო ილხამ გასანოვი. ის იყო „ქართული ოცნების“ მაჟოროტარობის კანდიდატი და ყველა იმ ფაქტის გამო გადაწყვიტა დატოვოს „ქართული ოცნება“ და შემოუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ის არის საკრებულოში მოქმედი დეპუტატი“, – განაცხადა განაცხადა კირკიტაძემ.