დავით ხოჭოლავა - ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ
დავით ხოჭოლავა - ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ

 

დავით ხოჭოლავამ დონეცკის „შახტარში“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ჰოფენჰაიმთან” ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი, რომელიც 2:2 დასრულდა, ქართველმა ფეხბურთელმა შეაფასა და აღიარა, რომ მისი გუნდისთვის ეს ქულაც მონაპოვარია.

„ჩვენი მეტოქე, „ჰოფენჰაიმი”, ძალიან კარგი გუნდია, ტანმაღალი მცველები ჰყავთ და ვიცოდით, ბევრი ბრძოლა იქნებოდა. პირველი ტაიმი საშინლად ჩავატარეთ და და ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. გერმანელები დიდი ძალებით გვიტევდნენ, ბევრი თავისუფალ ზონას ვტოვებდით და ხანდახან დაცვაში რიცხობრივ უმცირესობაში ვრჩებოდით. მეორე ტაიმში კი ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და შეიძლება ითქვას, რომ ქულა გადავარჩინეთ. არადა, ტურნირის მოგებით დაწყება გვსურდა. ვფიქრობ, ჩვენს ჯგუფში უკანასკნელ ტურამდე არაფერი არ გადაწყდება” – ამბობს ხოჭოლავა.