დავით ხოჭოლავა - კარგია, რომ ვაისი დარჩა, დღეს სხვა ნაკრები გვყავს
დავით ხოჭოლავა - კარგია, რომ ვაისი დარჩა, დღეს სხვა ნაკრები გვყავს

კვიპროსთან გამართული მატჩი საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა დავით ხოჭოლავამ შეაფასა.

„ვლადიმირ ვაისის კონტრაქტის გახანგრძლივებას მხოლოდ დადებითად შევაფასებ. გასაგებია, რომ შედეგი არ არის. მაგრამ ფაქტია, რომ ორი წლის წინანდელი და დღევანდელი სხვადასხვა გუნდებია, ახლა ბევრად კარგად ვთამაშობთ. ვერ ვიტყვი, რომ ერთა ლიგაზე იოლი თამაშები გველის – სუსტი არცერთი გუნდი არაა და 100 პროცენტით დახარჯვა მოგვიწევს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი დონის გუნდებს ვეთამაშებით და უფრო დიდი შანსი გვექნება, ევროპის ჩემპიონატზე რომ მოვხვდეთ“, – აღნიშნა მან.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე კვიპროსთან გამართული მატჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 1:0 მოიგო.