„ვულოცავ ჩემს კლუბს, „ენისეის“, რუსეთის ჩემპიონობას. ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, მეორე გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობა ვერ მივიღე, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. ყველა სპორტსმენი მთელი წელი სწორედ ფინალური მატჩისთვის ემზადება. თუმცა ყველაფერი წინ არის, მე უკვე საქართველოში ვარ და ეროვნული ნაკრების ექიმების დაკვირვების ქვეშ ვარ. უკვე გადაწყვეტილია რომ ოპერაციას გავიკეთებ, რის შემდაგაც აღდგენას 3-4 თვე დასჭირდება. იმედი მაქვს ვარჯიშს გაზაფხულიდან შევძლებ“, – ეს განცხადება საქართველოს ნაკრებისა და რუსეთის ენისეის მოთამაშემ, დავით კაჭარავამ გაკეთა.
კაჭარავამ მკერდის ტრავმა რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნომებრის ტესტ მატჩებს გამოტოვებს.