დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ​ლაშა დარსალიას გამოკითხვა მიმდინარეობს
დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ​ლაშა დარსალიას გამოკითხვა მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საზღვრის სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე ლაშა დარსალია.

როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე აღნიშნა, მიმდინარე ძიების საქმეზე ჩვენებას პირველად აძლევს.

როგორც დარსალიამ განაცხადა, შეკითხვები სავარაუდოდ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესს შეეხება.

ლაშა დარსალიამ კომენტარი გააკეთა იმ შუალედურ დასკვნაზეც, რომლის შინაარსიც გასულ კვირაში პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა. საუბარია ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ ქართული მხარისთვის გადაცემული მასალების შესახებ უცხოელ ექსპერტებთან ერთად მომზადებულ შუალედურ დასკვნაზე, რომელიც 22 სექტემბერს გამოეგზავნა ქართულ მხარეს.

საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს შუალედური დასკვნა საქმეში არ არის.

„მე არ ვიცი, ეს დასკვნა რამდენად რელევანტურია გამოძიებისთვის. გამოძიებას რაც დასჭირდება, ისინი ყველაფერს თავად მოიძიებენ. ეს დასკვნა ეხება გარკვეულ ნაბიჯებს და სტრატეგიას, რომელიც ქართულმა მხარემ უკვე შეიმუშავა. 1996 წლის საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმების ძირითადი პრინციპი არის, რომ ვეფუძნებით 1938 წლის ხაზს. ყველა მასალა, მათ შორის, 200-ათასიანი მასშტაბის რუკა, რომელიც შესაძლოა, განსაზღვრავდეს, თუ როგორ გადის 38 წლის ხაზი, არის თავისთავად რელევანტური“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დატოვე კომენტარი