დავით გაგუა - მოვუწოდებ ორსულებს, რომ რისკისა და სარგებლის შედარებისას, უმჯობესია, აიცრან
დავით გაგუა - მოვუწოდებ ორსულებს, რომ რისკისა და სარგებლის შედარებისას, უმჯობესია, აიცრან

მოვუწოდებ ორსულებს, რომ რისკისა და სარგებლის შედარებისას, ვფიქრობ, უმჯობესია, აიცრან, – ამის შესახებ გაგუას კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით გაგუამ განაცხადა.

როგორც დავით გაგუამ აღნიშნა, ორსულებს მძიმედ გადააქვთ კოვიდინფექცია.

„მოვუწოდებ ორსულებს, რომ რისკისა და სარგებლის შედარებისას, ვფიქრობ, უმჯობესია, აიცრან. განსაკუთრებით მეორე, მესამე ტრიმესტრში. აცრას ვურჩევ მეძუძურ დედებსაც. აღმოჩნდა, რომ ანტისხეულები დედის რძეშიც არის, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ახალშობილებისთვის. შესაბამისად, ვინც გეგმავს ორსულობას და აიცრება, მით უმეტეს უკეთესია. თუ მოხდა ისე, რომ პირველი დოზა აქვს ვაქცინის გაკეთებული და მეორე დოზაზე უკვე ორსულად დარჩა, ვურჩევ, რომ მეორე დოზითაც აიცრას. ჩვენ დაახლოებით 500-ზე მეტ ადამიანს ვცრით ყოველდღიურად, მათ შორის ორსულებს, როგორც ჩვენთან აღრიცხულებს, ისე სხვა კლინიკების ორსულებსაც.

როგორც ყველა ადამიანს ვურჩევ, რომ აიცრას და ჩვენ ერთად დავამარცხებთ პანდემიას, ასევე მოვუწოდებ ორსულებს, აიცრან, განსაკუთრებით მეორე-მესამე ტრიმესტრში“, – განაცხადა დავით გაგუამ.