დავით დვალი - 20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას დღემდე ვითხოვ და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ უნდა გადადგეს
დავით დვალი - 20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას დღემდე ვითხოვ და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ უნდა გადადგეს

20 ივნისს იქ ვიყავი, გიორგი გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უნდა გადადგეს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში დეპუტატ სერგო რატიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სერგო რატიანმა დავით დვალს 20 ივნისის მოვლენებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

როგორც დვალმა აღნიშნა, გახარიასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე უდევს სურათი , სადაც წერია „გახარია წადი“.

„სამწუხაროდ ამ წუთას ტრიბუნა მაქვს მხოლოდ ჩემი „ფეისბუქის“ გვერდი და შემიძლია გითხრათ, რომ 20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უნდა გადადგეს. დარწმუნებული ვარ, რომ 20 ივნისის დარბევის სისასტიკე იყო ზუსტად მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავისი დიდი ბოსისადმი მოსკოვში, კრემლში ეჩვენებინა, რომ გამოასწორა სიტუაცია და სჯის იმ ხალხს, ვინც რუსეთის საწინააღმდეგო გააკეთა. ჩემი პოზიცია ასეთია ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით დვალმა.