ლევან ვასაძის თანამოაზრეთა ადვოკატი - მე ვარ რაინდი და დავიცავ ჩემს ქვეყანას გარყვნილებისგან
ლევან ვასაძის თანამოაზრეთა ადვოკატი - მე ვარ რაინდი და დავიცავ ჩემს ქვეყანას გარყვნილებისგან

იმ შემთხვევაში, თუ ქართული პოლიცია არ უზრუნველყოფს ჯანსაღი, საღად მოაზროვნე საზოგადოების უფლებების და ინტერესების დაცვას, მაშინ ხალხი ვალდებული იქნება თვითონ დაამყაროს ქვეყანაში კანონი, – ამის შესახებ ლევან ვასაძის თანამოაზრეთა ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის საქმეზე, რაც უკანონო ფორმირების გაერთიანების შექმნა-ხელმძღვანელობას გულისხმობს, ან ასეთ ჯგუფში მონაწილეობას, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

„მედიის საშუალებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, ამ საქმეზე ვიღაცას უნდა წაეყენოს ბრალი. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ამ საქმეზე ვერავიზე ვერ მოხდება ბრალის წარდგენა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არავითარი ფორმირება არ ვართ, ეს საერთო სახალხო მოძრაობაა. ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ არიან გაწევრიანებულები, რომ საკუთარი ეროვნული ღირებულებები დაიცვან, ასევე რწმენა და ზნეობა. ეს კანონდარღვევა არ არის, რადგან ხალხი ძალაუფლების წყაროა, მათ თვითორგანიზაციის უფლება აქვთ. ხალხს აჯანყების უფლებაც აქვს, თუ სახელმწიფო ვერ უზურველყოფს ეთიკური ნორმების, საზოგადოების უფლების დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ ქართული პოლიცია არ უზრუნველყოფს ჯანსაღი, საღად მოაზროვნე საზოგადოების უფლებების და ინტერესების დაცვას, მაშინ ხალხი ვალდებული იქნება თვითონ დაამყაროს ქვეყანაში კანონი. ეს გათვალისწინებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით ასევე საერთაშორისო აქტებით“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ლევან ვასაძის განცხადებები საერთოდ არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მისი განცხადება მუქარას არ შეიცავს.

„ლევან ვასაძე არის ქართული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი და ქართული საზოგადოების უმრავლესობა, მისი ჯანსაღი ნაწილი სრულიად უჭერს მხარს. პოლიციის კორდონები გაირღვევა იმ შემთხვევაში, თუკი პოლიცია ამგვარი უზნეობის, მამათმავლობის, ლესბოსელების და წარმართების აქციის, პარადის და მსგავსი სახის აქციის ჩატარებას შეეცდება ჩვენს სამშობლოში, ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში. კომბალს ქართველი ხალხი იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ვინმე გაბედავს და ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს, მის მიმართ ძალადობას, მიმაჩნია, რომ არამხოლოდ კომბალი უნდა გამოიყენოს, არამედ ნებისმიერი საშუალება. ქამრებს არ ვეთანხმებით, სიმბოლურად იყო გაჟღერებული“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ არავითარი პატრულირება არ მოხდება, ვინაიდან შსს-დან გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ არავითარი აღლუმის ჩატარებას არ გეგმავენ.

„ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ლგბტ ადამიანები ჩვენზე ხელის აღმართვას გაბედავენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული პოლიცია შეიძლება გავიდეს კონსტიტუციის ფარგლებიდან და მან ცივილიზებული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს ძალა. პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუკი პოლიცია ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს. ამის ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვცა, ქართველი ხალხი ვართ ჩვენ. მინდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვუთხრა, რომ მე ვარ რაინდი. ისინი თუ არ დაიცავენ ამ ქვეყანაში წესრიგს, მე როგორც უფლებადამცველი, ვიქნები ერთ-ერთი, ვინც დაიცავს საქართველოში წესრიგს, რომ არ მოხდეს ამ სიბინძურის, გარყვნილების პროპაგანდა“, – განაცხადა დავით ცინცქილაძემ.

მისივე თქმით, ვინც ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს, გაუტყდება ხელიც და თავიც.

„მე ვიქნები პირადად ერთ-ერთი, ვისაც მოვატეხავ ხელს. პოლიცია ამ ეტაპზე არა, მაგრამ აპირებს ხელი შეუწყოს ამ გარყვნილების, მამათმავლობის, მამაძაღლების ხელშეწყობას, რომ ქალაქის ცენტრში პრაიდები, აღლუმები მოაწყონ, – განაცხადა დავით ცინცქილაძემ.