დავით ჭიჭინაძე - „ქართულ ოცნებას“ კობახიძის მსგავსი შტაბის უფროსი დაასამარებს
დავით ჭიჭინაძე - „ქართულ ოცნებას“ კობახიძის მსგავსი შტაბის უფროსი დაასამარებს

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დანიშვნას ეხმაურება.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ„ქართულ იცნებას“ ასეთი შტაბის უფროსი დაასამარებს.

„როცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იყო, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ამცნო, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. პრაქტიკულად, ჩრდილი მიაყენა და ხაზი გადაუსვა ბიგვავას ნამოღვაწარს იმდენად დიდი ცდომილება აღმოჩნდა, რომ შემდეგ ბიგვავას მიმართ გარკვეული ირონია არსებობდა. ადამიანი, რომელსაც შეუძლია, საზოგადოებას თავხედურად უთხრას სუცრუე, ეს არის ივანიშვილის გვერდით მდგომი კობახიძე.

მას ძალიან ბევრი რამე აქვს დასაკარგი ხელისუფლების არყოფნის შემთხვევაში და ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ კობახიძე მისი ერთგული იქნება. ის, რომ კობახიძე ივანიშვილს დიდ პოლიტიკურ სამარეს უთხრის, ფაქტია. „ქართულ იცნებას“ ასეთი შტაბის უფროსი დაასამარებს. არჩევნებთან რაც უფრო ახლოს მივალთ, ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით კობახიძეზე“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.