დავით ჭიჭინაძე -  ხელისუფლება უნდა მიეჩვიოს დაპირებულის შესრულებას
დავით ჭიჭინაძე - ხელისუფლება უნდა მიეჩვიოს დაპირებულის შესრულებას

ხელისუფლება რასაც დაპირდა მოსახლეობას, ის არ მისცა, აქ არ არის საარჩევნო სისტემაზე საუბარი, აქ საუბარია დაპირებაზე, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, ხელისუფლება უნდა მიეჩვიოს დაპირებულის შესრულებას.

„პროტესტი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ რაც დაპირდა მოსახლეობას, ის არ მისცა, აქ არ არის საარჩევნო სისტემაზე საუბარი, აქ საუბარია დაპირებაზე.  ხელისუფლება უნდა დაეჩვიოს დაპირებულის შესრულებას, ეს არის ყველაზე დიდი დამანგრეველი ხელისუფლების, როდესაც ის არც საარჩევნო დაპირებებს და არც ისე დაპირებებს არ ასრულებს, ნდობას კარგავს.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოდელებს, მე მეეჭვება რომ პლებისციტის შემდეგ საზოგადოების მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ გაითვალისწინოს, ეს უფრო დროის მოგებას ჰგავს, ვიდრე რეალურ ნაბიჯს.
გამოსავალი ერთია, რომ დაპირებულს უნდა შესრულება“, – განაცხადა დავით ჭინაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად საზოგადოება არის გახლეჩილი.

„ხელისუფლებამ რაც დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ჩააგდო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში სიტუაციას ამშვიდებდა და აწყნარებდა, ჩვენ მივიღეთ აფორიაქებული, დაპირისპირებული ქვეყანა, საზოგადოება არის გახლეჩილი. მე ვთვლი, რომ ყველა ნაბიჯი, უნდა იყოს მიმართული დაპირების შესასრულებლად და საზოგადოების დასამშვიდებლად“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.