დავით ჭიჭინაძე - ეტყობა, ირაკლი კობახიძეს ქეიფი უყვარს და სადღეგრძელოები მოენატრა
დავით ჭიჭინაძე - ეტყობა, ირაკლი კობახიძეს ქეიფი უყვარს და სადღეგრძელოები მოენატრა

ეტყობა, ირაკლი კობახიძეს ქეიფი უყვარს და სადღეგრძელოები მოენატრა, – ასე შეაფასა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტში შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია, ლადო კახაძე კი ის კანდიდატია, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით „ქართულ ოცნებას” საქეიფოდ საქმე ნამდვილად არ აქვს.

„რასაც კობახიძის განცხადებებში ვკითხულობ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მეოთხე ვადითაც დარჩეს, ნამდვილად ვრწმუნდები, რომ კობახიძეს ბრეჟნევობა უნდა და კავშირი ძველ კომკავშირთან ნამდვილად აქვს. სხავთაშორის, მამამისიც კომკავშირელი იყო“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შალვა შავგულიძისნაირი დეპუტატი პარლამენტში არაერთია, ლადო კახაძე კი არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს.