დავით ბაქრაძემ „ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
დავით ბაქრაძემ „ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო „ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში. ელჩმა ვრცლად მიმოიხილა კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის წარმატებული გამოცდილება. მან განსაკუთრებით აღინიშნა მთავრობის მიერ ეფექტიანი ეკონომიკური და სოციალური დახმარების პროგრამების დროული შემუშავება და ამოქმედება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე, განიხილეს ჯანდაცვის სფეროს მყისიერი საპასუხო ნაბიჯები პანდემიის აღკვეთის კუთხით და აშშ-ის მნიშვნელოვანი დახმარება გრძელვადიანი საპასუხო ზომების განხორციელებაში.

ამავდროულად, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პანდემიის პარალელურად, გარდა საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციისა, ქვეყანას მოუწია გამკლავებოდა გააქტიურებულ და აგრესიულ რუსულ პროპაგანდას რომლის სამიზნე საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმატებული საქმიანობა და კონკრეტულად ლუგარის სახელობის ლაბორატორია გახდა. ასევე, დასძინა, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს რომ ლუგარის ლაბორატორიამ და ზოგადად აშშ-ის დახმარებამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს პანდემიის შესაჩერებლად.

დისკუსიის მონაწილეებმა ელჩს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცეს.