„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სტრასბურგში ემიგრანტებს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძემ და უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომლესაც საზღვარგარეთ ყოველდღიურ რეალობაში აწყდებიან.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ემიგრანტებს გააცნო პროგრამის ის პრიორიტეტი, რომელიც საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურ დასაქმებას და უცხოეთში ქართველი სტუდენტების დაფინანსებას ეხება.