დავით ბაქრაძე რუსთავში ამომრჩევლებს შეხვდა
დავით ბაქრაძე რუსთავში ამომრჩევლებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პარტიის ლიდერებთან ერთად, რუსთავში ამომრჩევლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებზე ისაუბრეს. ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, რუსთავში ყველაზე მტკივნეულ პრობლემად უმუშევრობა და გაჩერებული საწარმოების საკითხი მიიჩნევა.

ამომრჩევლებთან შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ თავის პროგრამულ პრიორიტეტებზე ისაუბრა: დაცულობა და ინვესტიციები, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება, ქართველი სტუდენტების დაფინანსება უცხოეთში, პენსიის გაზრდა.