დავით ბაქრაძე - მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს
დავით ბაქრაძე - მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს

მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რომელიც სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ესწრება.

„აღდგომა არის სიყვარულისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაული, სიცოცხლისა და სინათლის დღესასწაული. ამიტომ, მთელ საქართველოს ვულოცავ და მინდა, რომ ყველა ქართულ ოჯახში ყოფილიყოს სიკეთე, სიყვარული, მომავლისა და იმის რწმენა, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს. მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.