დავით ბაქრაძე - ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმის სიმბოლოა, რომ „ქართული ოცნება“ მიდის არა წინ, არამედ უკან
დავით ბაქრაძე - ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმის სიმბოლოა, რომ „ქართული ოცნება“ მიდის არა წინ, არამედ უკან

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მოსვლით დასტურდება, რომ „ქართული ოცნება“ უკან მოდის და იმდენად ღრმა კრიზისია, რომ წლების უკან აბრუნებს საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დღეს ღრმა პოლიტიკურ, მორალურ და საკადრო კრიზისშია შესული.

„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმის სიმბოლოა, რომ საქართველო და „ქართული ოცნება“ მიდის არა წინ, არამედ უკან. ღარიბაშვილის მოსვლით დასტურდება, რომ „ქართული ოცნებაც“ უკან მოდის და იმდენად ღრმა კრიზისია, რომ წლების უკან აბრუნებს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. თუ ეს მოხდება კარგი იქნება, რადგან საზოგადოება დაინახავს „ქართული ოცნება“ სად მიდის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.