დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ პროდასავლური კოალიცია, რომელიც  ხალხის პრობლემებს გადაწყვეტს
დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ პროდასავლური კოალიცია, რომელიც ხალხის პრობლემებს გადაწყვეტს

ამ დოკუმენტის მიზანი, ხელმოწერით რომ ადასტურებენ „ქართულ ოცნებასთან“ არ ითანამშრომლებენ და კოალიციას არ შეკრავენ, იქნება არა კრიზისის შექმნა, არამედ კრიზისის თავიდან აცილება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდემა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ოპოზიცია დგამს, პროდასავლური, კოალიციური მთავრობის შექმნისკენ არის მიმართული.

„ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში კრიზისების პროვოცირება. ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანად, პოლიტიკურად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას „ქართული ოცნება“ და შევქმნათ ეფექტური, პროდასავლური კოალიცია, რომელიც გადაწყვეტს ხალხის პრობლემებს. ამიტომ, პირიქით, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანაში არ არსებობდეს ხელისუფლება, რომელიც ვერ დგამს ნაბიჯებს და შეიქმნას ის პროდასავლური, კოალიციური მთავრობა, რომელიც ქვეყანას არა თუ კრიზისში არ შეიყვანს, არამედ ამ კრიზისიდან გამოიყვანს და პრობლემების მოგვარებას დაიწყებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.