დავით ბაქრაძე - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საერთოდ არ განიხილება რეპორტი, განიხილება კანონპროექტი, რომელსაც კიდევ ხუთი-ექვსი ნაბიჯი აქვს გასავლელი
დავით ბაქრაძე - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საერთოდ არ განიხილება რეპორტი, განიხილება კანონპროექტი, რომელსაც კიდევ ხუთი-ექვსი ნაბიჯი აქვს გასავლელი

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში განიხილება არა კანონპროექტის ანგარიში, სადაც საქართველოზეა საუბარი, არამედ თავად კანონპროექტი.

მისივე განმარტებით, ანგარიში საერთოდ არ განიხილება და მას კენჭი არ ეყრება.

„დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არ განიხილება, არა რეპორტი. რეპორტი საერთოდ არ განიხილება. რეპორტს საერთოდ არ ეყრება კენჭი. რეპორტს ხელი არ ეწერება. განიხილება აპროპრეაციების კანონის პროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ ხუთი-ექვსი ნაბიჯი აქვს წინ გასავლელი“, – განუცხადა დავით ბაქრაზმ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ არასწორია ოპონენტების მტკიცება, თითქოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში კიდევ რამდენიმე შენიშვნა უნდა შევიდეს. როგორც ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ორი შენიშვნა მალევე გამოირიცხა და დარჩენილ სამ შენიშვნას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.