დავით ბაგრატიონ-მუხრანელი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

16:41, 03.05.2019

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეზე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა დაუდასტურა სამართალდამცველებს, რომ საქართველოში იმყოფება ბაგრატიონი და დღეს მოხდა მისი ოფიციალურად დაბარება გამოკითხვაზე”, – აცხადებენ შსსს-ში.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო უწყებაში სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გამოცხადდება.

„ჯერ ნანახიც არ მყავს ბატონი დავითი. შევთანხმდებით ჩვენს სტრატეგიაზე და მივალთ გამოკითხვაზე”, – აცხადებს ადვოკატი.

მსგავსი