დავით ბაციკაძე - ნიკა მელიამ თქვა, ვინც შევა პარლამენტში, ის არის „პუფიო“, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი წევრი მოვუყვანე, დავაყენებთ საკითხს, „პუფს“ მივანიჭოთ უფლებამოსილება
დავით ბაციკაძე - ნიკა მელიამ თქვა, ვინც შევა პარლამენტში, ის არის „პუფიო“, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი წევრი მოვუყვანე, დავაყენებთ საკითხს, „პუფს“ მივანიჭოთ უფლებამოსილება

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ბაციკაძემ დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში „პუფი“ დადგა.

ბაციკაძე ამბობს, რომ პუფი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციის შესვლასთან დაკავშირებით მიიტანა, რითაც ნიკა მელიას შეახსენა განცხადება, რომ „ვინც საკანონმდებლო ორგანოში შევა, ის იქნება „პუფი“.

„მე გავაკეთე ის, რაც თქვა პარტიის თვმჯდომარე ნიკა მელიამ. მან თქვა: „ვინც შევა პარლამენტში, ის არის „პუფი“. „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი წევრი მოვუყვანე და დღეს დავაყენებთ საკითხს, კიდევ ერთ წევრს, „პუფს“ მივანიჭოთ უფლებამოსილება, რადგან ასე თქვა ნიკა მელიამ“, – აცხადებს დავით ბაციკაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით ოპოზიციის წევრები დღეს პირველად ესწრებიან.

ნიკა მელიამ 2020 წლის 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ნებისმიერი ბარიერგადალახული პარტიიდან არც ერთი დეპუტატი არ შევა პარლამენტში. მისი თქმით, ვინც ვერ გაუძლებს ცდუნებას, არ იქნება ოპოზიციონერი და დეპუტატი, არამედ იქნება „პუფი“.