დავით არახამია - ვხსნით ახალ დონეს, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა დონორების თანხების შესახებ მონაცემები უნდა წარადგინოს კორუფციის პრევენციის სააგენტოში, ეს იქნება „ჩასვრა“
დავით არახამია - ვხსნით ახალ დონეს, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა დონორების თანხების შესახებ მონაცემები უნდა წარადგინოს კორუფციის პრევენციის სააგენტოში, ეს იქნება „ჩასვრა“

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ლობირების შესახებ კანონის ინიცირება მოხდება.

როგორც არახამია სოციალურ ქსელში წერს, კანონი ითვალისწინებს დონორებისა და თანხების შესახებ მონაცემების წარდგენას კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში.

„ჩვენ ვხსნით ახალ დონეს – კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში. ეს იქნება „ჩასვრა“, – აცხადებს არახამია.