დავით არახამია - ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლება სავსეა რუსეთის აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა
დავით არახამია - ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლება სავსეა რუსეთის აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაწყენებულმა განაცხადა, თითქოს უკრაინელი პოლიტიკოსები ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა.

არახამიას თქმით, „საკმარისია ქართველი ხალხის შეშინება იმით, რომ უკრაინას ომი სურს საქართველოსთან“.

„ვფიქრობ, მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლება სავსეა რუსეთის აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ეს ესმის, პრემიერს კი ვითომ არ ესმის. ვფიქრობ, ის მაშინ დაიწყებს გაგებას, როდესაც გამოქვეყნდება მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამის გამომძიებელი არავინ იქნება, რადგან ხელი ხელს ბანს.

პ.ს. საკმარისია ქართველი ხალხის შეშინება იმით, რომ უკრაინას ომი სურს საქართველოსთან. ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და, რუსეთის გარდა, ასეთ ტანჯვას ვერავის ვუსურვებთ. უკრაინას სურს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველ ძმებთან ერთად და ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით“, – წერს არახამია.