დავით არახამია - მივმართავ ევროკავშირსა და აშშ-ს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, რათა აღიკვეთოს საქართველოს ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს
დავით არახამია - მივმართავ ევროკავშირსა და აშშ-ს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, რათა აღიკვეთოს საქართველოს ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს

უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ევროკავშირსა და აშშ-ს მიმართავს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.  ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და გულმოდგინედ ცდილობს, დამალოს ის ფაქტი, რომ დავალებებს კრემლიდან იღებს და ამის შემდეგ ახდენს ტრანსლირებას საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებაზე“.

„დღეს მე გავაკეთე განცხადება, რომ ივანიშვილის ჩანაწერების ნახვის შემდეგ, მისი დიალოგებით, საქართველოს ხალხს შეუძლია ერთხელაც დარწმუნდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე მსხვილი ოლიგარქი, რომელიც ფაქტობრივად, დღეს ხელმძღვანელობს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, არის ჭეშმარიტად პრორუსი ბიზნესმენი-პოლიტიკოსი, რომელიც გულმოდგინედ ცდილობს, დამალოს ის ფაქტი, რომ დავალებებს კრემლიდან იღებს და ამის შემდეგ ახდენს ტრანსლირებას საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებაზე. აქედან გვაქვს ყველა ის ნეგატიური ეფექტი საქართველოს პრორუსულ პოზიციაზე, რუსეთის მხრიდან აგრესიისთვის მხარის არდაჭერაზე, რუსეთის მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების მხრიდან სანქციებისთვის გვერდის ავლის ეშმაკურ სქემებზე, რაც დაკისრებული აქვთ ევროკავშირის და აშშ-ის მეშვეობით.

მე დღეს განვაცხადე, რომ მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, ჩვენ დღეს უკვე გვყავდა რამდენიმე კონგრესმენი, მუდმივად არის კონტაქტები, რომ მათ განიხილონ შესაძლებლობა, პერსონალური სანქციები დააკისრონ ივანიშვილს და ასევე სანქციები მთელ მის ბიზნესაქტივებზე იმისთვის, რომ აღიკვეთოს საქართველოს ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამას მხარს არ უჭერს, ქართველი ხალხი მოძმე ხალხია ჩვენი უკრაინისთვის, ამიტომ ვთვლი, რომ ეს სწორი ქმედებაა და უახლოეს მომავალში ველით შედეგებს“, – განაცხადა დავით არახამიამ.