დავით არახამია აცხადებს, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლებს მოადგილეს, რომელმაც ომის მიმდინარეობისას კიევში ფეშენებელური კერძო სახლი შეიძინა
დავით არახამია აცხადებს, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლებს მოადგილეს, რომელმაც ომის მიმდინარეობისას კიევში ფეშენებელური კერძო სახლი შეიძინა

უკრაინის მმართველი ფრაქციის მეთაური დავით არახამია აცხადებს, რომ გაათავისუფლებს თანამდებობიდან მოადგილეს, რომელმაც ომის მიმდინარეობისას კიევში ფეშენებელური კერძო სახლი შეიძინა. საუბარია „სლუგა ნაროდას“ ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილის, პაველ ხალიმონის შესახებ, რომლის მიერ სახლის ყიდვის თაობაზე ინფორმაცია „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტებმა გაავრცელეს.

„შენ თუ ხარ დეპუტატი და ზედმეტი რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს, უნდა დაეხმარო ქვეყანას. ეს შენი ვალდებულებაა. ამიტომ ამ ქმედების მორალური შემადგენელი არ შეესაბამება ჩვენს ფასეულობებს და ხედვას იმის შესახებ, თუ რას უნდა აკეთებდეს დეპუტატი ომის დროს. ამის გამო პაველ ხალიმონი ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდება“, – წერს არახამია „ტელეგრამის“ არხზე.

ის ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შეუდგნენ ამ საქმის გამოძიებას.

„კანონი თუ დარღვეულია, ამისთვის პასუხისგებაა აუცილებელი“, – განაცხადა არახამიამ.