დაუმარცხებელმა ტერენს კროუფორდმა ქელ ბრუკსი მეოთხე რაუნდში შეაჩერა [ვიდეო]
დაუმარცხებელმა ტერენს კროუფორდმა ქელ ბრუკსი მეოთხე რაუნდში შეაჩერა [ვიდეო]

ტერენს კროუფორდმა (37-0-0, 28 KO) კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მოკრივის ტიტულზე მისი პრეტენზია სამართლიანია და „ემ-ჯი-ემ გრანდ არენა“-ზე (MGM Grand) გამართულ ღონისძიებაზე ბრიტანელი ქელ ბრუკსი მეოთხე რაუნდში შეაჩერა. შედეგად, „ბადმა“ WBO (World Boxing Organization) ვერსიით ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

კროფორდმა, რომელიც ცაცია დგომში იბრძოდა, მარჯვენა ჯებით ბრუკი თოკებთან მოაქცია და რამდენიმე ძლიერი დარტყმა გაუტარა. მსაჯმა ტონი ვიქსმა ნოკდაუნი დააფიქსირა და ათვლა დაიწყო. ბრიტანელმა ბრძოლის გაგრძელება მოახერხა, მაგრამ აშკარად დარეტიანებული იყო და კროუფორდის მომდევნო იერიშს ვეღარ გაუძლო. საბოლოოდ, ბრძოლა მეოთხე რაუნდის 1:14 წუთზე შეწყდა.


ეს კროუფორდისთვის კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება იყო. ბრუკსს აქამდე წაგებული მხოლოდ დაუმარცხებელ ეროლ სპენს უმცროსთან და კრივის ლეგენდასთან – გენადი გოლოვკინთან ჰქონდა.

თეოფირმო ლოპესის მიერ ვასილი ლომაჩენკოს დამარცხების და ეროლ სპენს ჯუნიორის დაბრუნების შემდეგ ქვედა წონებიც ძალიან საინტერესო გახდა და ახლა ყველა მომდევნო სუპერ ბრძოლას ელის.