დათა ქაჯაიამ სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა
დათა ქაჯაიამ სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა

დუბაიში ​TCR-ის საავტომობილო სერია დასრულდა, სადაც ქართველი ავტომრბოლელი დავით ქაჯაია ასპარეზობს.

დღეს გამართულ ორივე რბოლაში, თავისი “ალფა რომეოთი” ქაჯაიამ ქულათა ზონაში შესვლა მოახერხა – პირველ ჯერზე მეცხრე ადგილი დაიკავა, მეორე რბოლაში კი მეათე ადგილზე გავიდა და ჯამში ექვსი ქულა გამოიმუშავა.

საბოლოოდ, ქართველმა გენერალურ კლასიფიკაციაში 77 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზე გავიდა, რაც შარშანდელ სეზონთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან 2016 წელს, ქაჯაია საერთო ჩათვლაში მეათე იყო.

წელს, დავით ქაჯაიამ ოციდან 10 რბოლაში შეაღწია ქულათა ზონაში, ხოლო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელიც რუსთავის ავტოდრომზე გაიმართა, ქართველმა ერთი რბოლის მოგებაც შეძლო.

2017 წელს, TCR-ის სერიის ჩემპიონი გახდა ფრანგი ჟან-პოლ ვერნეი, რომელმაც 226 ქულა დააგროვა. წინა ორი სეზონის ტრიუმფატორი, შვეიცარიელი სტეფანო კომინი,გენერალურ კლასიფიკაციაში ამჯერად, მესამე ადგილზეა.