დათა ქაჯაია - ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მეშვეობით დიდი ფინანსური რესურსი დაიზოგება
დათა ქაჯაია - ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მეშვეობით დიდი ფინანსური რესურსი დაიზოგება

ახალი, ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მეშვეობით, დიდი ფინანსური რესურსის დაზოგვა მოხდება საწვავის ხარჯის შემცირებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბ  MIA Force-ის მრბოლელმა დათა ქაჯაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ასეთივე ეკომეგობრულ ავტომობილებზე გადასვლა, ხელს შეუწყობს დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო რეფორმები. მინისტრის დაპირებები და გეგმები სრულდება. სახეზეა ეს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღესდღეობით მძიმე მდგომარეობაა ეკოლოგიის მხრივ ჩვენს დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში. სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ასეთ ეკომეგობრულ ავტომობილებზე გადასვლა, ეტაპობრივად, ვფიქრობ, დასახულ მიზანთან მიგვაახლოვებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს დედაქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას. ამასთანავე, ამ ავტომობილების მეშვეობით, რა თქმა უნდა, დიდი ფინანსური რესურსის დაზოგვა მოხდება საწვავის ხარჯის შემცირებით. ელექტრომობილები პირველი რამდენიმე მეტრის აჩქარებით სჯობს კიდეც შიდაწვისძრავიან ავტომობილებს და ეს ავტომობილები სრულიად მოსახერხებელი და კომფორტული იქნება პატრულის თანამშრომლებისთვის“, – აღნიშნა დათა ქაჯაიამ.

იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.

შსს-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.