ირლანდია-საქართველოს მატჩი დუბლინის „ავივა სტედიუმზე“ მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შემდეგ ირლანდიამ 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში გალიდერდა, ხოლო საქართველოს ნაკრები 0 ქულით აუთსაიდერებშია.
განვლილი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს ნაკრების წევრებმა გააკეთეს.
„თავიდან დაბნეულები ვიყავით, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ და უკმაყოფილოები ვართ, რადგან მთავარი შედეგია. თუმცა ჯერ ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ოთარ კაკაბაძემ.
„გუნდმა ფეხბურთის თამაში მეორე ტაიმში დაიწყო, როდესაც დასაკარგი არაფერი გვქონდა. აღარ იყო მორიდება, რაც თამაშზეც აისახა. მაგრამ ჩვენი პრობლემაა, რომ პირველ და მეორე ტაიმებს სხვადასხვაგვარად ვთამაშობთ და ეს უნდა გამოვასწოროთ“, – აღნიშნა დატა ხოჭოლავამ.