დასავლეთ ირანში თავდასხმის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის ორი წევრი დაიღუპა
დასავლეთ ირანში თავდასხმის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის ორი წევრი დაიღუპა

დასავლეთ ირანში თავდასხმის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის ორი წევრი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმა სარვაბადის დასავლეთ რაიონში მოხდა. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თავდასხმა „ანტირევოლუციურად“ შეფასდა. თავდასხმის შედეგად კიდევ რევოლუციური გვარდიის სამი თანამშრომელი დაიჭრა.

გვარდიის ბეით ალ-მოკადასის დანაყოფის განცხადებით, მათზე თავდასხმა დაქირავებულმა ტერორისტებმა განახორციელეს.

„სარვაბადის რამდენიმე მამაცი მამაკაცების მოწამებრივი სიკვდილი და დაჭრა იმის დასტურია, რომ ირანის უსაფრთხოება თავდადებული დამცველების სიმამაცეს ეფუძნება“, – განაცხადეს ალ-მოკადასის დანაყოფში.