დასახელდნენ სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები #1TVSPORT
იტალიურმა პორტალმა, Tuttomercatoweb.com-მა გამოაქვეყნა სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია.
იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მაღალი ხელფასი ერთბაშად სამ ფეხბურთელს აქვს. პირველ ადგილს იყოფენ „რომას“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, „იუვენტუსის“ ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი და მისი თანაგუნდელი, ნახევარმცველი ადრიენ რაბიო – ისინი სეზონში 7 მილიონ ევროს იღებენ.
შემდეგ მოდის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი (6.5 მილიონი). მას მოჰყვებიან ჰაქან ჩალჰანოგლუ, ლაუტარო მარტინესი, მარკუს ტურამი (ყველა – ინტერი) და ალექს სანდრო (იუვენტუსი) – 6 მილიონი ევრო.
მეცხრე ადგილზეა „ინტერის“ მცველი ალესანდრო ბასტონი 5.5 მილიონი ევროთი. მეათე ადგილს 5 მილიონი ევროთი იყოფენ ნიკოლო ბარელა, ბენჟამენ პავარი (ორივე – ინტერი), ფედერიკო კიეზა, ბრემერი (ორივე – იუვენტუსი) და „მილანის“ შემტევი რაფაელ ლეაო.