დასახელდა ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის #1TVSPORT

18:01, 18.05.2026

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში მოხვდა 40 წლის ლუკა მოდრიჩი, რომელიც თავის მეხუთე მუნდიალზე ითამაშებს.

მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი („დინამო ზაგრები“), დომინიკ კოტარსკი („კოპენჰაგენი“), ივორ პანდური („ჰალ სიტი“)

მცველები: იოშკო გვარდიოლი („მანჩესტერ სიტი“), დუიე ჩალეტა-ცარი („რეალ სოსიედადი“), იოსიპ შუტალო („აიაქსი“), იოსიპ სტანიშიჩი („ბაიერნი“), მარინ პონგრაჩიჩი („ფიორენტინა“), მარტინ ერლიჩი („მიდტიულანდი“), ლუკა ვუშკოვიჩი („ტოტენჰემი“)

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი („მილანი“), მატეო კოვაჩიჩი („მანჩესტერ სიტი“), მარიო პაშალიჩი („ატალანტა“), ნიკოლა ვლაშიჩი („ტორინო“), ლუკა სუჩიჩი („რეალ სოსიედადი“), მარტინ ბატურინა („კომო“), კრისტიან იაკიჩი („აუგსბურგი“), პეტარ სუჩიჩი („ინტერი“), ნიკოლა მორო („ბოლონია“), ტონი ფრუკი („რიეკა“)

თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი („პსვ“), ანდრეი კრამარიჩი („ჰოფენჰაიმი“), ანტე ბუდიმირი („ოსასუნა“), მარკო პაშალიჩი („ორლანდო სიტი“), პეტარ მუსა („დალასი“), იგორ მატანოვიჩი („ფრაიბურგი“)

2018 წლის ვიცე-ჩემპიონი ხორვატია 2026 წლის მუნდიალზე L ჯგუფში ინგლისის, პანამისა და განის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

მსგავსი