დასახელდა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც სექტემბრის მატჩებისთვის გამოიძახა:
მეკარეები – ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), სემ ჯონსტონი (კრისტალ პალასი), აარონ რამსდეილი (არსენალი);
მცველები – ბენ ჩილველი (ჩელსი), ლევი კოლვილი (ჩელსი), ლუის დანკი (ბრაიტონი), მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ფიკაიო ტომორი (მილანი, იტალია), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი);
ნახევარმცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ჯუდ ბელინგემი (რეალი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), ჯორდან ჰენდერსონი (ალ-იტიფაკი, საუდის არაბეთი), კელვინ ფილიპსი (მანჩესტერ სიტი), დეკლან რაისი (არსენალი);
ფორვარდები – ებერეჩი ეზე (კრისტალ პალასი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი, გერმანია), ჯეიმს მედისონი (ტოტენჰემი), ბუკაიო საკა (არსენალი), ერი ნკეტია (არსენალი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), კალუმ უილსონი (ნიუკასლი).
უკრაინასთან ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი 9 სექტემბერს გაიმართება, შოტლანდიასთან ამხანაგური მატჩი – 12 სექტემბერს.