უეფა-მ გამოაქვეყნა ევრო 2024-ის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების რეიტინგი. ამ მომენტისთვის მაქსიმალური სიჩქარე განავითარა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კილიან მბაპემ – საათში 36.5 კილომეტრი.
მეორე ადგილზეა ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ფერან ტორესი (36 კმ/სთ), მესამეზე – სლოვენიის ნაკრების ფორვარდი ბენიამინ შეშკო (35,9 კმ/სთ).
კილიან მბაპეს ევრო 2024-ზე ერთადერთი გოლი პენალტით აქვს გატანილი.
საფრანგეთის ნაკრები 9 ივლისს ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება.