დარკო ველკოვსკი - მთავარი მატჩი საქართველოსთან დაგვრჩა
დარკო ველკოვსკი - მთავარი მატჩი საქართველოსთან დაგვრჩა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, დარკო ველკოვსკიმ ევრო2020-ის პლეი ოფში გასვლაზე და საქართველოსთა ნაკრებთან 12 ნოემბრის მატჩზე ილპარაკა, რომელიც თბილისში, „დინამო-არენაზე“ გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დარკო ველკოვსკიმ კოსოვოსთან მოგებულ მატჩში (2:1) მეკარე სტოლე დიმიტრიევსკისთან ერთად შეცდომა დაუშვა, მაგრამ მეტოქის კარში გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

„რთული თამაში გვქონდა. ჯერ გოლი გავიტანეთ, შემდეგ ჩემი და მეკარის შეცდომით ბურთი გავუშვით. ამ დროს თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ამ ერთადერთ შანსს, რაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში პირველად მოგვეცა, ჩემი შეცდომის გამო ვკარგავდით, მაგრამ, როცა გავიტანეთ, ისეთი გრძნობა დამეუფლა, რასაც ვერ აღვწერ – ასე მგონია, გულიდან ლოდი მომეხსნა. თუმცა, დაწყებული საქმე ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია. ჩვენ დაგვრჩა შეხვედრა საქართველოსთან, მატჩი, რომლის გამოც ყველანი ვცხოვრობთ“,- თქვა დარკო ველკოვსკიმ.