„დარიო ასი“ - პაპუნაშვილმა ამერიკაზე უარი თქვა და ესპანურ კლუბში ითამაშებს
„დარიო ასი“ - პაპუნაშვილმა ამერიკაზე უარი თქვა და ესპანურ კლუბში ითამაშებს
გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსაში“ აღარ ითამაშებს, მაგრამ ამერიკული კლუბის ნაცვლად, ისევ ესპანეთში იასპარეზებს – ინფორმაციას პოპულარული ესპანური გამოცემა „დარიო ასი“ ავრცელებს.
 
„მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მიზანი ტრანსფერის დროულად განხორციელება იყო, თავად პაპუნაშვილმა ატლანტიკის ოკეანის გადალახვასა და ამერიკულ ლიგაში, „დალასში“ გადასვლაზე უარი თქვა. მას კარიერის ესპანეთში გაგრძელება სურს. ბოლო დღეებში, ქართველით დაინტერესებული გუნდების რაოდენობა გაიზარდა. ახლა მათ შორის „ლუგო“ და „რასინგი“ არიან. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ სეზონის ბოლომდე პაპუნაშვილი ამ ორი გუნდიდან ერთში ითამაშებს” – წერს „დარიო ასი”.
გამოცემის ცნობით, „ლუგოს“ გეგმები ბორხა დომინგესმა არია, რომელიც სერიოზულად დაშავდა – ახლა კლუბი მის შემცვლელს ეძებს და გაძლიერება სჭირდება. მანამდე „ლუგომ” „სელტადან” ხუან ერნანდესი შეარჩია, მაგრამ მერე ეს ვარიანტი გამორიცხა და ქართველი მიიწვია.