დარიალის გვირაბი დღეს გაიხსნება
დარიალის გვირაბი დღეს გაიხსნება

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 – კმ135 მონაკვეთზე, დარიალის გვირაბის გახსნის ღონისძიება გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება. დარიალის გვირაბის გახსნას დაესწრებიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ახალი გვირაბი სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემას და გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნულია  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.