დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

13:42, 23.09.2019

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა – 10 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

საკითხის განხილვა პარლამენტის სესიაზე გაგრძელდება. ნარმანია მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე იმ შემთხვევაში გახდება, თუ მას მხარს 76 დეპუტატი დაუჭერს.

ნარმანიას თქმით, სემეკ-ში უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი მარეგულირებელი ნორმების მიღება, რომელიც ინვესტიციების შეფასების საკითხს ეხება. ასევე დაგეგმილია ელექტროენერგეტიკის ბაზრის მონიტორინგის წესების დამტკიცება.

მსგავსი