„დარჩი სახლში“ - მაკედონიელები ანტივირუსულ კამპანიას შეუერთდნენ
„დარჩი სახლში“ - მაკედონიელები ანტივირუსულ კამპანიას შეუერთდნენ
ელიფ ელმასი ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებიდან ბოლო მოთამაშეა, რომელიც გამოცემა „სპორტმედიას“ წამოწყებულ ცნობილი სპორტსმენების კამპანიას შეუერთდა.
 
„ნაპოლის“ თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და თანამემამულეებს მოუწოდა, დარჩნენ სახლებში, რათა კორონავირუსის საფრთხე დროულად აირიდონ თავიდან.
„დარჩი სახლში. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ ჯანმრთელები ვიყოთ და ვირუსი ერთად დავამარცხოთ“ – წერია ელმასის მიმართვაში.
გამოცემა „სპორტმედიამ“ და ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრებმა სოციალურ ქსელში წამოიწყეს კამპანია – „დარჩი სახლში“. კამპანია მიზნად ისახავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ფეხბურთელები აქციაში გამოწვევას ერთმანეთს უგზავნიან და თანამოქალაქეებს ურჩევენ, სახლში დარჩნენ.