დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის - შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ... შე ნაძირალა, არ შეგრჩება ეგ სიტყვები [ვიდეო]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი კობახიძეს ბერბიჭაშვილი უწოდა.

სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციის წევრებს ბერბიჭაშვილები უწოდა.

„ჩინჩალაძე და მიქაუტაძე ვინ არიან? შენ ხარ ბერბიჭაშვილი“, – მიმართა კობახიძეს გოგიჩაიშვილმა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ლევან გოგიჩაიშვილს მიმართა: „შე ნაძირალა, გაჩუმდი. ლევან, შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ. მაგიტომ ხარ „ნაცებთან“ ტანდემში, გიგლა ბერბიჭაშვილი რომ ხარ. ლევან, არ შეგრჩება ეგ სიტყვები, განანებ მაგრად“.

დატოვე კომენტარი