დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, საქართველოს პირველი არხი კონფლიქტის ზონიდან [ვიდეო]

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. მხარეები ერთმანეთს სარაკეტო თავდასხმებში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერტერის რაიონი არტილერიით დაიბომბა. განმეორებითი იერიში განხორციელდა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე. ბაქოში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მინგეჩაურზეც.

კონფლიქტის ზონაში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი. ადგილზე მუშაობენ ლევან ახალაია და გიორგი ქასრაშვილი.